GDPR

ჩვენ შესახებ

წინამდებარე ვებგვერდი https://aviabiletebi.it/ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „პლატფორმა“, „საიტი“ ან „ჩვენ“) წარმოადგენს საინფორმაციო და ავიაბილეთების საძიებო პორტალს, რომელიც სპეციალურად შექმნილია იტალიაში მცხოვრები ქართველი მომხმარებლებისა და ემიგრანტებისთვის.

  • ვებ-გვერდი/პლატფორმა: https://aviabiletebi.it/

  • ელ.ფოსტა: info@aviabiletebi.it

  • სამიზნე აუდიტორია: იტალიაში მცხოვრები ქართულენოვანი მომხმარებლები

 

2) შესავალი

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ პლატფორმის საქმიანობის ფარგლებში (განსაკუთრებით იტალიიდან საქართველოში და ევროპის მიმართულებით ავიაბილეთების ძიებისა და სერვისების მიწოდებისას) მოპოვებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის მომხმარებელთა (შემდგომში — „თქვენ“ ან „მომხმარებელი“) მონაცემები, სრულად იყოს დაცული ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR – Regulation EU 2016/679) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია განსაზღვროს პლატფორმის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების წესები, პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები, უზრუნველყოს დამუშავების გამჭვირვალობა და სამართლიანობა, დაიცვას ფიზიკური პირების უფლებები და ემსახურებოდეს პლატფორმის საქმიანობის მიზნებს.

3) კონფიდენციალურობის პოლიტიკის გავრცელება

ეს პოლიტიკა ვრცელდება პლატფორმის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების ნებისმიერ ფორმასა და არხზე, მათ შორის:

  • პლატფორმის მომხმარებელზე, რომელიც ვებ-გვერდის (https://aviabiletebi.it)) ან სხვა დაკავშირებული სერვისის მომხმარებელია (მათ შორის, ვებ-გვერდის ვიზიტორი, რეგისტრირებული, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებელი);

  • უფლებამოსილ პირებსა და პარტნიორებზე, რომლებიც პლატფორმის სახელით ან მის დაკვეთით ახორციელებენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას;

  • ნებისმიერ პირზე, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მიმართ.

4) გაითვალისწინეთ

პლატფორმაზე (https://aviabiletebi.it/) შესვლით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას.

5) ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განმარტებულია პლატფორმის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ევროპული რეგლამენტის (GDPR) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად:

  • პერსონალური მონაცემი (შემდგომში – მონაცემი) – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს და გამოიყენება პლატფორმის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე;

  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი – მონაცემი, რომელიც ეხება რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სქესობრივ ცხოვრებას ან სისხლის სამართლის ჩანაწერებს;

  • მონაცემთა სუბიექტები – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ არსებული მონაცემი გამოიყენება პლატფორმის მიერ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე (მაგ. იტალიაში მცხოვრები ქართველი მომხმარებელი);

  • მონაცემთა დამმუშავებელი – სუბიექტი/პლატფორმა, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, მეთოდებს, ფორმებს, ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომებს, ასევე, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციის გზებს;

  • უფლებამოსილი პირი – პლატფორმის მიერ, კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე, მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს პლატფორმის სახელით ან/და მისი მიზნებიდან გამომდინარე;

  • მონაცემთა მიმღები – ნებისმიერი პირი (მათ შორის ავიაკომპანიები, საძიებო აგრეგატორები), ვისაც პლატფორმის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე გადაეცემა პერსონალური მონაცემი;

  • მონაცემთა დამუშავება – პერსონალური მონაცემის მიმართ განხორციელებული აქტიური ან/და პასიური სახის ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა, შეცვლა, გამოყენება ან წაშლა.

6) რა მიზნით მუშავდება პერსონალური მონაცემები

6.1 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები გამომდინარეობს პლატფორმის საქმიანობის სფეროდან (ავიაბილეთების ძიება, ტურისტული და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის) და დაკავშირებულია როგორც სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლისთვის მიწოდებასთან, ისე მათი ხარისხის გაუმჯობესებასთან და უსაფრთხოების დაცვასთან.

6.2 მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მიზნით:

  • შემოთავაზებული მომსახურების, ავიაბილეთების ძიებისა და ჯავშნის პარამეტრების მოწოდების მიზნით;

  • მომხმარებლისათვის სპეციალური შეთავაზებებისა და მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად (შემუშავება/დაგეგმვა);

  • პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლის საჭიროებების შესასწავლად;

  • სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;

  • უსაფრთხოების ღონისძიებებისა და პლატფორმის დაცვის უზრუნველსაყოფად;

  • კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;

  • სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;

  • შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის მიზნით;

  • მომხმარებლისაგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;

  • პლატფორმის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.

7) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები

7.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებია:

  • მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მომხმარებლისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.

  • მონაცემები შეგროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და დამუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

  • მოპოვებული/შენახული მონაცემები იქნება ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. არაზუსტი მონაცემები გასწორდება ან წაიშლება გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე.

  • მონაცემები შეინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

  • პლატფორმა იძლევა გარანტიას, რომ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებული იქნება სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები (მაგ. SSL შიფრაცია, დაცული სერვერები).

7.2 მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია:

  • მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე;

  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები;

  • მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებლის მოთხოვნების განხილვის მიზნით საჭირო მონაცემთა დამუშავება;

  • პლატფორმისა და მესამე მხარეების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა;

  • მონაცემების საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

8) დამუშავებადი პერსონალური ინფორმაცია

8.1. პლატფორმაზე მუშავდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • მომხმარებლის/ვიზიტორის შესახებ ინფორმაცია – სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, პასპორტის/პირადობის მონაცემები (იტალიიდან ფრენების ჯავშნის ან საკონსულტაციო მომსახურებისას), დაგეგმილი მოგზაურობის დეტალები (გამგზავრების/ჩაფრენის ქალაქები), IP მისამართი, გეოლოკაცია, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები.

    8.2 მონაცემები ინახება მოქმედი კანონმდებლობისა და GDPR-ის სტანდარტების შესაბამისი ვადით.

    8.3 ეფექტური და სწრაფი კომუნიკაციის მიზნით, პლატფორმა ამუშავებს მომხმარებელთა ელ-ფოსტასა და ტელეფონის ნომრებს.

9) პერსონალური მონაცემების დამუშავების განსაკუთრებული შემთხვევები

9.1 არასრულწლოვანის საგამონაკლისო შემთხვევა – არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ — მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

9.2 გარდაცვლილი პირის პერსონალური მონაცემების დაცვა – მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული წესით.

10) მომხმარებლის მონაცემთა გაზიარება მესამე პირებისათვის

10.1 პლატფორმამ შეიძლება გაუზიაროს მომხმარებლის მონაცემები მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:

  • კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით;

  • მომხმარებლის კანონიერ წარმომადგენელს;

  • პარტნიორ მომსახურების პროვაიდერებს (მაგ. ავიაკომპანიები, ბილეთების გლობალური საძიებო სისტემები, IT და მარკეტინგული სერვისები);

  • სხვა მესამე პირებს მომხმარებლის წერილობითი ან ელექტრონული თანხმობით.

    10.2 მონაცემები შესაძლოა გადაეცეს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში განთავსებულ სერვერებსა და პარტნიორებს, სადაც უზრუნველყოფილია GDPR სტანდარტების შესაბამისი მონაცემთა დაცვის გარანტიები.

11) მომხმარებლის უფლებები (GDPR)

მომხმარებელს გააჩნია შემდეგი უფლებები:

11.1 ინფორმაციის მიღებისა და წვდომის უფლება: მოითხოვოს ინფორმაცია მასზე დამუშავებული მონაცემების შესახებ და მიიღოს მათი ასლები.

11.2 გასწორების უფლება: მოითხოვოს არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება/განახლება.

11.3 წაშლის უფლება („დავიწყების უფლება“): მოითხოვოს მონაცემთა წაშლა, თუ გაითხოვა თანხმობა ან მონაცემთა დამუშავება აღარ არის საჭირო მიზნების მისაღწევად. (შენიშვნა: თუ მონაცემთა წაშლას მოითხოვთ დაგეგმილი ფრენის ან აქტიური სერვისის დროს, პასუხისმგებლობა შესაძლო ფინანსურ/სამართლებრივ შედეგზე გადადის მომხმარებელზე).

11.4 დაბლოკვის/შეზღუდვის უფლება: მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

11.5 თანხმობის გაუქმების უფლება: ნებისმიერ დროს უარი თქვას მონაცემთა დამუშავებაზე.

11.6 მონაცემთა პორტირების უფლება: მოითხოვოს მონაცემების მიღება სტრუქტურირებული, ელექტრონული ფორმით.

11.7 საჩივრის წარდგენის უფლება: მიმართოს მონაცემთა დაცვის შესაბამის ზედამხედველ ორგანოს ან სასამართლოს.

12) აუდიო და ციფრული კომუნიკაციის მონიტორინგი

მომსახურების ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პლატფორმის სატელეფონო ან ონლაინ მხარდაჭერის არხებით კომუნიკაცია შესაძლოა ჩაიწეროს. ჩაწერის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული იქნება წინასწარ.

13) პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

13.1 მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

13.2 ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები უსაფრთხოდ წაიშლება ან განადგურდება.

14) მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებანი და მოთხოვნის წესი

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, პლატფორმა ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით.

15) ცვლილებები პოლიტიკაში

15.1 წინამდებარე პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად განახლდეს.

15.2 ყველა ცვლილება გამოქვეყნდება ვებგვერდზე https://aviabiletebi.it/) და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

16) კავშირი ჩვენთან

თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@aviabiletebi.it.

17) მზა ჩანაწერები (Cookies)

17.1 ვებგვერდის გამოყენებისას ვაგროვებთ ქუქი-ფაილებს (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების, ნავიგაციის გამარტივებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

17.2 ქუქი-ფაილები გამოიყენება ძიების პარამეტრების ოპტიმიზაციისთვის, ენობრივი პრეფერენციებისა და ანალიტიკური/მარკეტინგული მიზნებისთვის (მაგ. Google Analytics, Meta Pixel).

17.3 მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მართოს ან გათიშოს ქუქი-ფაილები საკუთარი ვებ-ბრაუზერის პარამეტრებიდან.

18) დასკვნითი დებულებები

პლატფორმის მომსახურებით სარგებლობისას, მიღებული ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისა და პრინციპების სრული დაცვით.