აეროპორტები

იტალიისა და საქართველოს აეროპორტების გზამკვლევი — ტერმინალები, ტრანსპორტი, ტრანზიტი, check-in და სასარგებლო ინფორმაცია მგზავრებისთვის.

Siena Airport

Siena Airport

SAY სიენა, ტოსკანა, იტალია

Lucca Airport

Lucca Airport

LCV ლუკა, ტოსკანა, იტალია

Grosseto Airport

Grosseto Airport

GRS გროსეტო, ტოსკანა, იტალია.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მოვიქცე, თუ აეროპორტში ბარგი დამიზიანდა ან დაიკარგა?

ბარგის გაცემის ზონაშივე უნდა მიხვიდეთ Lost & Found (დაკარგული და ნაპოვნი ნივთების) დახლთან, შეავსოთ PIR ოქმი და შეინარჩუნოთ ბარგის იარლიყი (Baggage Tag). ავიაკომპანია ვალდებულია მოიძიოს ბარგი ან აგინაზღაუროთ ზარალი.

რა არის Wizz Priority (პრიორიტეტული ჩასხდომა) და რატომ ღირს მისი დამატება?

Wizz Priority გაძლევთ უფლებას ბორტზე აიტანოთ ორი ხელბარგი (პატარა ჩანთა + დიდი გორგოლაჭებიანი ჩემოდანი 55x40x23 სმ) და ისარგებლოთ პრიორიტეტული რიგით თვითმფრინავში ჩასხდომისას.

შეიძლება თუ არა ბილეთი ვიყიდო სხვა ადამიანისთვის ჩემი საბანკო ბარათით?

დიახ, ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერი მგზავრისთვის. მთავარია, მგზავრის მონაცემებში (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი) მიუთითოთ იმ ადამიანის ზუსტი მონაცემები, ვინც მიფრინავს.

რა გავაკეთო, თუ ბილეთის ყიდვისას სახელი ან გვარი შეცდომით ჩავწერე?

მცირე მექანიკური შეცდომის შემთხვევაში (1–3 ასო, თუ პიროვნების იდენტიფიცირება მაინც მარტივია), ავიაკომპანიების უმეტესობა შესწორებას უფასოდ ან სიმბოლურ ფასად აკეთებს. თუ შეცდომა დიდია, საჭიროა მხარდაჭერის ჯგუფთან დაკავშირება.

აუცილებელია თუ არა ჩასხდომის ბარათის (Boarding Pass) ამობეჭდვა?

Wizz Air-ისა და Ryanair-ის რეისებზე, თუ ონლაინ რეგისტრაცია გაიარეთ, საკმარისია ჩასხდომის ბარათი გქონდეთ ტელეფონში (PDF ფაილად ან მობილურ აპლიკაციაში). ამობეჭდვა სავალდებულო არ არის, მთავარია QR-კოდი მკაფიოდ ჩანდეს.

რა დროით ადრე უნდა გამოვცხადდე აეროპორტში ფრენამდე?

საერთაშორისო რეისებზე აეროპორტში გამოცხადება რეკომენდებულია ფრენამდე მინიმუმ 2.5–3 საათით ადრე, რათა მშვიდად გაიაროთ ბარგის ჩაბარება, საპასპორტო კონტროლი და უსაფრთხოება.

გჭირდებათ დახმარება ბილეთის შერჩევაში?

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ — დაგეხმარებით საუკეთესო ვარიანტის პოვნაში.